“რაც ბატონმა ტრამპმა დაიკავა ოვალური ოფისი, დადასტურდა, რომ აბსოლუტურად ყველაფერში ჩვენ ვიყავით მართლები,” – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა.
“ევრობიუროკრატებთან, ევროკავშირთან მიმართებაში ასე როგორ საუბრობთო, იქ ყველაფერი ყველაფერი არის იდეალურადო, – რასაც “ქართული ოცნება” ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ, ერთი-ერთში გაიმეორა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ. ჯერ წლის დასაწყისში ბატონმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენში რომ ჩაუტარა დემოკრატიის ლექცია ევრობიუროკრატებს და ახლა დოკუმენტურად ასახეს – ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში. აბსოლუტურად ყველაფერი, რა ბრალდებები და პრეტენზიებიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირის მიმართ, – ჩვენს თავს არავის ვესხმით, როდესაც მოდის აბსოლუტურად უაპელაციო ბრალდება “რუსული კანონის” არ იყოს და ასეთი ზღაპრები, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ პასუხები გავცეთ. აბსოლუტურად ყველაფერი, რაზეც “ქართული ოცნება” ვსაუბრობდით და ვბედავდით ამ ოთხი წლის განმავლობაში, ყველაფერი დადასტურდა, რომ 100%-იანები ვიყავით,” – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
