შინაგან საქმეთა სამინისტროში, საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, – ირაკლი ფიფია, ამავე მხარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ოთარაშვილი, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.
ივანე მჭედლიშვილი კი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორა გახდა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი არჩილ მახარაძე, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ზესაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გახდა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ირაკლი გუნავა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი – სამგორის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კონსტანტინე ხიდირბეგიშვილი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, – ირაკლი გეწაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა .
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
