ნინო წილოსანი საქართველოსა და აშშ-ის შორის განსხვავების შესახებ კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ევროკომისრის ბოლო განცხადება იმის ნიშანია, რომ ბრიუსელში საქართველოსადმი კოლონიალისტური დამოკიდებულებაა.
„კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე. თუ ევროკავშირი არასწორად იქცევა და ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია,, რომ გააკრიტიკოს და ეს ყველაფერი საჯაროდ გამოიტანოს, საქართველოსაც აქვს ამის უფლება. თუმცა, როგორც ჩანს, ისინი სხვანაირად, კოლონიალისტურად უყურებენ საქართველოს და ფიქრობენ, რომ საქართველოს არ აქვს უფლება, იყოს ამ სწორი პოზიციის დამფიქსირებელი“, – მიიჩნევს წილოსანი.
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკომისის კაია კალასის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის განსხვავება ის არის, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირში გაწევრიანებას არ ცდილობს.
