შალვა პაპუაშვილმა შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის განცხადება აგვისტოს ომთან დაკავშირებული რეზოლუციის შესახებ, რომელმაც თქვა, რომ ეს დოკუმენტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ გაავლო პარალელები 2008 წელის მოვლენებსა და უკრაინაში მიმდინარე ომს შორის.
„ჯერ კიდევ ბევრ პარალელს დავინახავთ 2008 წელსა და იმ სამშვიდობო მოლაპარაკებებს შორის, რომლებიც უკრაინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. შეიყვანეს ამ ომში და შემდეგ თვითონვე მოაწერინეს ხელი, რომ ომი თავად დაიწყეს. აი ეს არის ვასალების ბედი. ეს არის მარიონეტებით ბედი. როდესაც მარიონეტულ ომში ერთვები და ხდები სხვისი მარიონეტი, ჯერ შენივე ხელით გაგაფუჭებინებენ საქმეს და შემდეგ შენივე ხელით მოგაწერინებენ ხელს იმაზე, რომ ეს გაფუჭებული საქმე შენი გაკეთებულია. აი ეს არის ის განაჩენი, რომელსაც ყველა მარიონეტს საბოლოო ჯამში გამოუტანს ისტორია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
