„ნაციონალური მოძრაობის“ აღიარებად აფასებს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ანა წითლიძის განცხადებას, რომელშიც ის 2008 წლის ომის შემდეგ ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა შეუერთდა, მნიშვნელოვანს უწოდებს.
როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წითლიძემ ფაქტობრივად აღიარა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია 16/33-ის ხელმომწერმა ადამიანებმა სამარცხვინო ქმედება ჩაიდინეს.
„ეს იყო მნიშვნელოვანი ერთიანი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ანა წითლიძემ აღიარა, თუ რაოდენ სამარცხვინო იყვნენ ის ადამიანები, ვინც ამას ხელი მოაწერეს და რაოდენ სამარცხვინო იყო რეჟიმი, რომელმაც ფაქტობრივად გამოიწვია საქართველოს ტერიტორიის 20 %-ის ოკუპაცია,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
კომენტარები
