საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთში, ავალას მთაზე უცნობი გმირის მემორიალი გვირგვინით შეამკო. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილი ავალას მთაზე დელეგაციის წევრებთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან – ირაკლი მეზურნიშვილთან, ირმა ზავრადაშვილთან, გურამ მაჭარაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ქეთევან კვინიკაძესთან ერთად იმყოფებოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ცერემონიის დასრულების შემდეგ საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა.






კომენტარები
