საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა პარლამენტის საშემოდგომო სესიას აფასებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი საშემოდგომო სესია გვქონდა დახუნძლული ბევრი კანონპროექტით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო დღეს ჩვენი ქვეყნისთვის. შემოგვემატა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია, რომელსაც, ვფიქრობ, ამ საშემოდგომო სესიის პერიოდში თავისი მანდატი უნდა გამოეყენებინა რაღაც საფუძვლიანი კრიტიკისთვის და სიღრმისეული შეფასებებისთვის და არა იმისთვის, რაც მათ აკეთეს ამ პერიოდის განმავლობაში”, – განაცხადა რურუამ.
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომაზე დაიხურება.
კომენტარები
