პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი უნგრეთის პრემიერის განცხადებას აფასებს იმის შესახებ, რომ „ევროკავშირი მისი არსებობის ბოლო საათებს ითვლის“.
ეკა სეფაშვილის თქმით, მას ორბანის ეს განცხადება არ გაჰკვირვებია.
„ძალიან ნიშანდობლივია ორბანის განცხადება და გასაკვირი სულაც არ არის. ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ იმ ღირებულებით კრიზისზე, რომელიც ევროკავშირს აქვს და სავსებით ლოგიკურია, რომ თუ ეს ღირებულებითი კრიზისი ვერ და არ დაძლია ევროკავშირმა, მისი დაშლის საფრთხე ძალიან რეალური ჩანს. ძალიან ხშირად ევროკავშირი ისეთ ინტერესებსა და ამოცანებს აყენებს, რომლებიც თანხვედრაში არ არის ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნულ ინტერესთან“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
კომენტარები

