ვინც თავის თავს არასამთავრობო სექტორს უწოდებს, სულაც არ არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ისინი არიან სხვა მთავრობების წარმომადგენლები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური პროცესებით, – განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „EURO ანატომია“.
როგორც ხუნდაძემ აღნიშნა. ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები უშუალო მონაწილეობას იღებენ შიდა პოლიტიკურ პროცესებში, რათა გარედან დაკვეთილი გეგმის მიხედვით მართონ პროცესი.
„მათი მიზანი არ არის დემოკრატიული საარჩევნო პროცესების მართვა და უმრავლესობით ხელისუფლებების შეცვლა სხვადასხვა ქვეყანაში. რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლის 5 მცდელობა ავიცილეთ საქართველოში და ვფიქრობ, ეს პროცესები კიდევ გაგრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მსოფლიოს მართავს არაფორმალური მმართველობა“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

