მან [კაია კალასი] თქვა, რომ თუ ისეთი დიდი და ძლიერი ხარ როგორც აშშ შეგიძლია ისაუბრო პრობლემებზე, მაგრამ თუ საქართველო ხარ მაშინ თურმე არ გქონია უფლება, რასაც ხედავ ევროკავშირის შემთხვევაში, ამ ხარვეზებზე ისაუბრო, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
„ეს არის ზუსტად თავიდათავი იმ პრობლემის, რომელიც ბრიუსელის თავს ხდება, მათ არ შეუძლიათ მიიღონ კრიტიკა, რომელიც ობიექტურია”, – განაცხადა წილოსანმა.
მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ყველა არასერიოზული ბრალდება აგენტურის გაძლიერებას ემსახურება.
„ამ ტურბულენტობაში ვიქნებით ალბათ, ვიდრე უკრაინის ომი არ დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ალბათ ლოგიკურია გავიგოთ იგივე ბრალდებები და იგივე არასერიოზული კრიტიკა, რომელიც აქამდე ისმოდა. ეს ყველა განცხადება მიემართება მათი ადგილობრივი აგენტურის მხარდასაჭერად. ეს აგენტურა წარმოდგენილია, როგორც პოლიტიკაში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი შვილობილი პარტიების სახით, წარმოდგენილია ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც წლები აფინანსეს და საკმაოდ გააძლიერეს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

