ვინც 2025 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავს საჯარო რეესტრს და მოითხოვს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, მომსახურებას სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით მიიღებს, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით დევიძემ.
„ვინც 2025 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავს საჯარო რეესტრს და მოითხოვს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, ან უკვე მიმართული აქვს და მიმდინარეობს წარმოება, ასეთ შემთხვევაში აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე სწორედ სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით მიიღებს მომსახურებას როგორც აზომვის, ისე რეგისტრაციის და ეს იქნება მოსახლეობისთვის სრულიად უფასო“, – განაცხადა დევიძემ.
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, უკვე აზომილია 2 მლნ 100 ათას ნაკვეთზე მეტი, რაც დაახლოებით 1 მლნ 100 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს.

