ვიღაცას შეიძლება არ უნდა დაიჯეროს, გაიგოს, მოისმინოს, მაგრამ ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში სახელმწიფო ამტკიცებს, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის მისი მთავარი პრიორიტეტი, – განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, სახელმწიფო ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ არ არსებობს სახელი, გვარი და თანამდებობა, სახელმწიფო იდგება კორუფციასთან ბრძოლის სადარაჯოზე.
„სახელმწიფო ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ არ არსებობს სახელი, გვარი, თანამდებობა და ა.შ. პოლიტიკის მიმართულება იქნება, კანონების მოწესრიგება იქნება თუ პრაქტიკაში ამ პროცესის აღსრულება, სახელმწიფო იდგება კორუფციასთან ბრძოლის სადარაჯოზე“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ფინანსდებოდა ოპოზიცია.

