საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა.
“თბილი სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, რომელსაც დაბადების დღე მივულოცე, ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვე.
კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს ძლიერი მეგობრობა და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობები.”
კომენტარები

