რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შობის ღამეს უკრაინის მიმართულებით 131 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციის თანახმად, რუსეთმა თავდასხმისას „შაჰედის“ ტიპის დრონები და სხვა უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა. რუსეთი უკრაინას უტევდა კურსკისა და ორიოლის ოლქებიდან, აგრეთვე დროებით ოკუპირებული დონეცკიდან და ყირიმიდან.
უკრაინის საჰაერო ძალებმა 131 უპილოტო საფრენი აპარატიდან 106 ჩამოაგდეს ან გაანეიტრალეს. თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ უკრაინის ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ძალები, რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფები, მობილური საცეცხლე ჯგუფები.
რუსეთიდან გაშვებულმა 22 უპილოტო საფრენმა აპარატმა მიზანს მიაღწია, დასძინეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
კომენტარები

