ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ძალიან დიდი ხანია, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა სურსათზე ფასების კლებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ფასები არის ხელოვნურად გაზრდილი და ამ ყველაფერს ხელს უწყობს ე.წ. ხელისუფლება.
„ქვეყანაში ფასები უნდა იყოს დაბალი, რადგან დღეს ქვეყნის ეკონომიკური დონე არ არის იმ ნიშნულზე, რომ ამხელა ფასები არსებობდეს“, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა, თუმცა „ქრონიკის“ მიერ დასმულ შეკითხვას, მოსწონს თუ არა მთავრობის ინიციატივა, ბოტკოველმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.
სურსათის ფასების შემცირების მიზნით, ბიზნესთან კონსულტაციები დაიწყება. საგაზაფხულო სესიიდან სპეციალური კომისია შეიქმნება პარლამენტში. ფასების საკითხის დეტალურ შესწავლას იწყებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. იმაზე, რაც მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, კომენტარები კეთდება ოპოზიციაშიც. ოპონენტების რეაქციას, ისტერიულს უწოდებენ მმართველ გუნდში.

