ფრანგმა პოლიტიკოსმა და პარტია „პატრიოტების“ ლიდერმა ფლორიან ფილიპომ ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ცენზურის იმპერატორი უწოდა.
ფილიპო სოციალურ ქსელ X-ში ფონ დერ ლაიენის მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას გამოეხმაურა აშშ-ის მხრიდან ყოფილი ევროკომისრის ტიერი ბრეტონისა და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხი წარმომადგენლის სანქციერების გამო.
„დაუჯერებელია! ცენზურის იმპერატორი სიტყვის თავისუფლებისკენ მოგვიწოდებს! ორუელის „1984“ მთელი თავისი ხიბლით!“, – დაწერა ფილიპომ.
ცნობისთვის, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ყოფილ ევროკომისარს ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხ წარმომადგენელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა აუკრძალა. აშშ სანქცირებულებს ადანაშაულებს ამერიკული პლატფორმების იძულებითი ცენზურის, დემონეტიზაციისა და მათთვის მიუღებელი ამერიკული მოსაზრებების ჩახშობისკენ მიმართული ძალისხმევის ორგანიზებაში.
On rêve !
La Kaiserin de la censure en appelle à la liberté d’expression ! 🤦🏻♂️1984 d’Orwell dans toute sa splendeur !#UrsulaDégage #FrexitVite ! https://t.co/DgQsm8pVl7 pic.twitter.com/5c6A0tztpK
— Florian Philippot (@f_philippot) December 25, 2025

