მომავალი წელი იქნება კიდევ უფრო რთული ევროკავშირისთვის, მათ შორის, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, კონკრეტული გზავნილები კეთდება ომთან დაკავშირებით, მილიტარისტულ მიდგომებთან დაკავშირებით, – ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, კონკრეტული გზავნილები კეთდება ომთან და მილიტარისტულ მიდგომებთან დაკავშირებით.
„აქ ყველაზე საინტერესო ის არის, თუ რა გაგრძელებაა ჩაფიქრებული ამ ყველაფრის უკან. ჩანს, რომ კეთდება მკვეთრი განცხადებები და ამ მკვეთრ განცხადებებს უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი. რა არის ეს მიზანი, ჩვენ შეიძლება გვქონდეს ჩვენი ლოგიკური დასკვნები, მაგრამ აქაც მოვერიდებით ჩვენი დასკვნების გასაჯაროებას. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. კონკრეტული გზავნილები კეთდება ომთან დაკავშირებით, მილიტარისტულ მიდგომებთან დაკავშირებით. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. რა თქმა უნდა, ამ პროცესებს საქართველოზე ექნება გავლენა. როგორი გავლენა ექნება, ამასაც მომავალი გვიჩვენებს. სამწუხაროდ, რაც ჩანს, მომავალი წელი იქნება კიდევ უფრო რთული ევროკავშირისთვის. მათ შორის, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა პრემიერმა

