პოლონეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ამის შესახებ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა სოციალურ ქსელში დაწერა.
შემთხვევა ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში მოხდა, როდესაც პოლონელმა გამანადგურებლებმა რუსულ სამხედრო თვითმფრინავს გზა ჩაუჭრეს. ასევე, პოლონეთის საჰაერო სივრცეში ბელარუსის მხრიდან ობიექტი შეიჭრა.
კამიშმა აღნიშნა, რომ პოლონელი სამხედროები აკონტროლებდნენ ბალტიის ზღვაზე და ბელარუსთან საზღვართან არსებულ ვითარებას.
„კიდევ ერთი დაძაბული ღამე პოლონეთის ოპერატიული სამსახურისთვის. ყველა პროვოკაცია, როგორც ბალტიის ზღვაზე, ასევე ბელარუსთან საზღვარზე, იყო სრულ კონტროლქვეშ. მადლობა ჩვენს თითქმის 20 ათას ჯარისკაცს, რომლებიც დღესასწაულების დროს უწევენ მეთვალყურეობას ჩვენს უსაფრთხოებას. როგორც ვხედავთ, ამას ძალიან ეფექტურად აკეთებენ “, – აღნიშნა კოსინიაკ-კამიშმა.

