უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქალაქში დაახლოებით 20 აფეთქების ხმა ისმოდა, რის შემდეგაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. მედია აღნიშნავს, რომ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერთ-ერთი უმსხვილესია რუსეთში.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა დაადასტურა, რომ ღამე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა უკრაინული დრონების შეტევას იგერიებდა.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკვე მესამედ იბომბება. მანამდე ის დრონებით 18 სექტემბერს და 6 ნოემბერს დაბომბეს.
კომენტარები

