სამხრეთ კორეის პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის 10 წლით დაპატიმრებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება სამხრეთ კორეის სპეციალურმა პროკურომა გააკეთა.
მისი თქმით, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული ოთხი საქმიდან ერთ-ერთზე, რომელიც მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს, იუნ სოკ იოლისთვის სასჯელის სახით 10-წლიან პატიმრობას ითხოვენ.
გამოძიება ამტკიცებს, რომ სამხრეთ კორეის ყოფილმა პრეზიდენტმა ხელი შეუშალა მისი დაპატიმრების მცდელობას და ამ მიზნით პრეზიდენტის სასახლეში ჩაიკეტა.
ამასთან ერთად, იუნ სოკ იოლის ადანაშაულებენ მინისტრთა კაბინეტის ცხრა წევრის უფლებების დარღვევაში, რომლებიც არ მიიპატიჟეს სხდომაზე, სადაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას განიხილავდნენ.საქმე ეხება 2024 წლის დეკემბერში განვითარებულ მოვლენებს.
თავად ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, ყველა ბრალდებას უარყოფს. სამხრეთ კორეის ყოფილი ლიდერის განაჩენი იანვრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

