ყველა დამნაშავე უნდა იყოს იდენტიფიცირებული, ზუსტად ამას უკავშირდებოდა სუს-ში გამართული გუშინდელი ბრიფინგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაჩო ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დეტალებს გამოძიება დაადგენს.
„დაველოდოთ გამოძიებას. 4 ოქტომბერს რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად იცის. იყო დაანონსებული დამხობის მცდელობა. ეს მცდელობა ჩავარდა, დანაშაული დარჩა დანაშაულად. ყველა დამნაშავე უნდა იყოს იდენტიფიცირებული. ზუსტად ამას უკავშირდებოდა სუს-ში გამართული გუშინდელი ბრიფინგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები

