აშშ-მა ნიგერიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი დაჯგუფება „ლაკურავა“ დაბომბა.
იერიში სოკოტოს შტატში, ნიგერის საზღვრის სიახლოვეს განხორციელდა, სადაც ისლამისტებს ბანაკები ჰქონდათ მოწყობილი. ამ დროისთვის, მსხვერპლისა და დაშავებულთა ოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები უცნობია, თუმცა აშშ-შიც და ნიგერიის ხელისუფლებაშიც ადასტურებენ, რომ ლიკვიდირებული არიან ისლამისტები.
ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ერთობლივი ოპერაცია დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა, მინისტრი ასევე არ გამორიცხავს, შემდგომი დარტყმების განხორციელებასაც.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში, აშშ-მა მასშტაბური დარტყმა მიიტანა სირიაში ისლამისტების 70-ზე მეტ პოზიციაზე.
კომენტარები

