უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა.
უწყების ცნობით, გამოაშკარავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი რომელშიც, უმაღლესი რადის მოქმედი დეპუტატებიც ფიგურირებენ. გამოძიების ცნობით, ისინი ქრთამს ხმის მიცემის სანაცვლოდ იღებდნენ.
უმაღლესი რადის დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ ჩხრეკა ჩატარდა პარლამენტის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომიტეტის კაბინეტში.
უკრაინული მედია კი წერს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მმართველი ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატების იური კორიავჩენკოვის და იური კისელის და აგრეთვე ოპოზიციური ფრაქცია „ბატკივშჩინას“ დეპუტატის კონსტანტინე ბონდარევის საკანონმდებლო მოღვაწეობით არის დაინტერესებული.
კომენტარები

