ეს არის ორგანიზაციები, რომლებიც „ფეისბუქის“ და „მეტას“ შემთხვევაშიც მცდარ ვერდიქტებს აწვდიდნენ გაკეთებულ განცხადებებს და ასევე მცდარ ვერდიქტებს დებენ ქართული საზოგადოებისთვის, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, რომელიც გამოეხმაურა იმ ინფორმაციას, რომ „ფაქტ-მეტრი“ აღიარებს, რომ მთავრობის მეთაურის მიერ გაკეთებული ეკონომიკური პროგნოზი, დასახელებული რიცხვები და სტატისტიკური მონაცემები სიმართლეს შეესაბამება.
მისივე თქმით, მათი ინტერესია, რომ როგორმე მოახდინონ ხელისუფლების წინსვლის და ამ წინსვლასთან დაკავშირებული პოლიტიკური განცხადებების დისკრედიტაცია.
„იმის მიუხედავად, რომ ისინი კონკრეტული არგუმენტებით ნამდვილად ვერ დაასაბუთებენ რატომ არის პრემიერ- მინისტრის განცხადება მცდარი, აუცილებლად მოძებნიან რაღაც ფორმას, რომ ეს ყველაფერი თითქოს გააუფასურონ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

