ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას კრძალავს. ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს.
ახალი კანონის მთავარ მიზანს წარმოადგენს ბავშვებისა და არასრულწლოვანების ჯანმრთელობის დაცვა. რეგულაციების თანახმად, მედიაში, სატელეკომუნიკაციო ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე იკრძალება ისეთი შინაარსის ინფორმაციის განთავსება, რომელიც პედოფილიისა და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას ეწევა.
ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ლგბტ პროპაგანდის კანონი ნოემბერში მიიღო, ხოლო 18 დეკემბერს ის სენატმა დაამტკიცა.
კომენტარები

