საზოგადოებას საგანგებოდ, მათ შორის თქვენი ეთერით მოვიწოდოთ, რომ ახლა სიფრთხილეა აუცილებელი. ვინაიდან არ განელებულა საფრთხე თუნდაც, იმ დაპირისპირებისა, რომელიც შეიძლება მესამე მსოფლიო ომის მასშტაბში გადაიზარდოს, – განაცხადა მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა.“
მისი შეფასებით, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული ვითარება შემაშფოთებელია.
„როდესაც უსამართლობის, არაობიექტურობის ეს ხარისხი დაგეჯახება, როდესაც ბრიუსელიდან არის ასეთი დამოკიდებულება, როდესაც ხედავ, რომ საფუძველი აბსოლუტურად არ გააჩნია და კონკრეტული მიზნისკენ არის მიმართული, შეშფოთება არის ამ შემთხვევაში სწორი სიტყვა, რომელიც უნდა გამოიყენო. ესე იგი რაღაც სხვა გეგმაა ამაში. არ შეიძლება, ადამიანები მოამზადო, დააფინანსო, პოლიტიკურად მხარი დაუჭირო, ქუჩაში გაიყვანო, კანონი დაარღვევინო და როცა კანონის პასუხს მოსთხოვს, ეს გამოაცხადო იმ დანაშაულად, რომლისთვისაც ვიზალიბერალიზაცია ან ევროინტეგრაციის პროცესი უნდა შეაჩერო.
ზოგადად მსოფლიოში, რეგიონში ვითარება შემაშფოთებელია. დავინახეთ ზოგიერთი პოზიტიური მოძრაობა, იმედი გვაქვს, რომ ეს განვითარდება, მაგრამ მოკლე ფორმულით რომ ვთქვათ დასკვნა, [შექმნილი ვითარება] გვავალებს იმას, რომ საზოგადოებას საგანგებოდ, მათ შორის თქვენი ეთერით მოვიწოდოთ, რომ ახლა სიფრთხილეა აუცილებელი. ვინაიდან არ განელებულა საფრთხე თუნდაც, იმ დაპირისპირებისა, რომელიც შეიძლება მესამე მსოფლიო ომის მასშტაბში გადაიზარდოს.
ომის პარტიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს – განა იმიტომ, რომ ისინი გიჟ-მაჟური საზოგადოების და იდეების წარმომადგენლები, არამედ იმიტომ, რომ მუდმივი, ინტენსიური, ყოველდღიური ბრძოლა მიმდინარეობს რესურსების და რესურსების ტრანზიტის არეალების დასაპყრობად ან გავლენების მოსაპოვებლად. ეს არის ის ყოველდღიურობა, რომელსაც ვუპირისპირდებით ჩვენ და ის გაცილებით უფრო სერიოზული, ვიდრე რომელიმე განცხადება, რომელიც ბოლო პერიოდში მოვისმინეთ ჩვენ მაგალითად, ბედოვლათი ხუხაშვილისგან“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

