ერთ-ერთი მთავარი, რასაც გამოვყოფდი მიმდინარე წლის მიღწევებიდან, იყო მართვის სისტემის გაუმჯობესება, რაც კონკრეტულად შეეხო უშუალოდ მთავრობის მუშაობასაც, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე თქმით, არაერთი ცვლილება განხორციელდა იმისათვის, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი.
„მთავრობის შემადგენლობა სანახევროდ განახლდა, გუნდში გვყავს 7 ახალი მინისტრი, რომლებიც მიმდინარე წლიდან იკავებენ მინისტრების თანამდებობებს და მიმდინარე წელს თვისებრივად გაუმჯობესდა მთავრობის მუშაობის ხარისხი, მათ შორის, სწორედ, საკადრო ცვლილებების შედეგად. არაერთი ცვლილება განვახორციელეთ იმისათვის, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი. მთავრობის უკლებლივ ყველა აქტი არის გამჭვირვალე, რაც ქმნის ძალიან კარგ პირობას იმისათვის, რომ ჩვენ თავადვე ვიზრუნოთ მუდმივად ჩვენი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაზე,“- განაცხადა პრემიერმა.

