სამწუხაროდ 2026 წელსაც მოსალოდნელია, რომ ევრო ბიუროკრატია ისევე გააგრძელებს უსამართლო დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისივე თქმით, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება, ეს დამოკიდებულება გაგრძელდება.
„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს და შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები, ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირისკენ გზას.
ჩვენი ქვეყანა ითხოვს სამართლიან და თანასწორ დამოკიდებულებას, იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ გვქონდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე. სწორედ ამ ომის გამო ისჯება უსამართლოდ ჩვენი ქვეყანა, რადგან დავიცავით ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები.
გარდა ამ პროცესებისა, თავად ევროკავშირშიც მიდის პროცესები გაჯანსაღებისკენ, სულ უფრო მეტია იმ ქვეყანათა რიცხვი, რომელიც ჯანსაღად უყურებს მიმდინარე პროცესებს, ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულებას. ყველა შემთხვევაში 2026 წელი დარწმუნებული ვარ იქნება უკეთესი წელი ევროკავშირთან ურთიერთობაში, ვიდრე იყო 2025“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

