საქართველოს რკინიგზა 9 იანვრიდან მატარებლების განახლებული რეისების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო! გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვრიდან განახლდება შემდეგი რეისები:
№870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი
№874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი
№854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი
აქვე განვმარტავთ, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.
კომენტარები

