კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როსა იოლანდა ვილავისენსიომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას სამხედრო ძალით უპასუხებს. აღნიშნული განცხადება მოჰყვა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან გაჟღერებულ მუქარებს.
ვილავისენსიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, თავდასხმის შემთხვევაში, ქვეყნებს თავდაცვის უფლება აქვთ.
„თუ მსგავსი აგრესია განხორციელდება, სამხედრო ძალებმა უნდა დაიცვან ეროვნული ტერიტორია და ქვეყნის სუვერენიტეტი“, – განაცხადა მან.
კომენტარები

