საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია France 2-ის ეთერში უკრაინის მხარდაჭერისა და ცეცხლის შეწყვეტის შემდგომი გეგმების შესახებ განცხადებები გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთი აქტიურად ჩაერთვება უკრაინული არმიის აღდგენის პროცესში.
ამასთანავე, მან არ გამორიცხა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
მთავარი აქცენტები მაკრონის გამოსვლიდან:
„ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, უკრაინაში მშვიდობის შესანარჩუნებლად, შესაძლოა, ათასობით ჯარისკაცი განლაგდეს“, – განაცხადა მაკრონმა.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პროცესი ჩაჯდება საფრანგეთის „საგარეო ოპერაციების“ ჩარჩოებში და იქნება სრულად ორგანიზებული.
კომენტარები

