ძლიერი ქარბუქისა და ყინულის საწინააღმდეგო სპეციალური საშუალებების დეფიციტის გამო დანიასა და ნიდერლანდებს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა. ინფორმაციას ამის შესახებ დანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ავიაკომპანიებმა SAS-მა და KLM-მა ამსტერდამსა და კოპენჰაგენს, ბილუნდსა და ოლბურგს შორის დაგეგმილი ყველა ფრენა გააუქმეს.
ცნობისთვის, როგორც დანია, ისე ნიდერლანდები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ ძლიერი ქარბუქისა და უხვი ნალექის გამო. ამასთან, მედიის ცნობით, პრობლემას ქმნის ამსტერდამის აეროპორტში ყინულის საწინააღმდეგო სპეციალური საშუალებების დეფიციტიც.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა ნიდერლანდებში უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება.
კომენტარები

