ძალიან თანმიმდევრულია ევროკავშირი იმაში, რომ უკრაინელების ხელით უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. გვესმის განცხადებები, რომ უკრაინა არის ევროპის ფრონტის წინა ხაზი და ვერ ვხედავთ ვერცერთ ევროპელ ჯარისკაცს. რატომ არ იბრძვიან? რატომ ვერ ვხედავთ ფრანგ ჯარისკაცებს სანგრებში? რატომ ვერ ვხედავთ ლიეტუველ და ესტონელ ჯარისკაცებს? რატომ იმალებიან? რატომ არ იბრძვიან იქ? – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნების საომარ მოქმედებებში ჩართვა ნატოს მე-5 მუხლის ამოქმედებას არ გამოიწვევს.
„არანაირი ნატო არ ამოქმედდება, მით უმეტეს დღევანდელი გარემოებიდან გამომდინარე. არავინ უშლის ხელს ესტონეთს იმაში, რომ თქვას: „ძვირფასო ნატო, მივდივარ ომში, თქვენ ჩემზე არ ინერვიულოთ, ნუ აამოქმედებთ მე-5 პუნქტს“. დღემდე მიკვირს, რატომ არ იბრძვიან ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია. საკუთარი სისხლის დაღვრა რატომ არ უნდათ? რატომ არ ვხედავთ ამ ყველაფერს, თუ ეს არის ფრონტის წინა ხაზი ევროპისთვის?“ – კითხულობს პაპუაშვილი.
მისივე თქმით, უკრაინისთვის მთავარი პრობლემა ცოცხალი ძალის ნაკლებობაა.

