ოპოზიციაში დაპირისპირება არ წყდება. თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იყენებენ. ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ამას ემსახურებოდა 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის მცდელობაც.
„ირინა სარიშვილი
ვალერი გელბახიანი
თემურ ალასანია
ეს სამი გვარი, და საღი აზრისგან სრულიად გამოფიტული ნაცმოძრაობა, ჩემთვის საკმარისია ვიფიქრო, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ გვამს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყენებენ.
ამას ემსახურებოდა 4 ოქტომბრის ავანტიურა.
ამას ემსახურება ვალერი გელბახიანის განცხადება, თითქოს ტრამპი კონკრეტულად საააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს (თუ/როცა მოითხოვს, ყველა პოლიტპატიმარს მოითხოვს – იტყუება გელბახიანი)”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

