ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც ისრაელის მედია წერს, ნეთანიაჰუმ და რუბიომ სატელეფონო საუბრისას ირანში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციები, სირიაში არსებული ვითარება და ღაზაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობები განიხილეს.
ამასთან, როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „სერიოზულად განიხილავს“ ირანზე დარტყმის საკითხს. სტატიაში ნათქვამია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა ტრამპს წარედგინა რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის თეირანში არასამხედრო ობიექტებზე დარტყმების.
კომენტარები

