უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის ლიდერებს „სამხედრო ფანატიზმში“ ადანაშაულებს. განცხადება პიტერ სიიარტომ მმართველი პარტიის ყრილობაზე გააკეთა. უნგრეთის პირველი დიპლომატი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ომის შემდგომ უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ. როგორც სიიარტომ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით, ევროპამ რუსეთთან ომი არსებითად უკვე დაიწო.
„საღი აზრი დაკარგულია. ორმა ბირთვულმა სახელმწიფომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა გადაწყვიტა. ეს არსებითად იმას ნიშნავს, რომ ევროპის ბირთვულმა სახელმწიფოებმა ომი დაიწყეს და მათი მიზანი, მოდით გულახდილები ვიყოთ, ევროპის ცეცხლის ალში გახვევაა“, – განაცხადა სიიარტომ.
კომენტარები

