რეჟიმის დამხობის შემდეგ ისრაელი და ირანი კვლავ პარტნიორები გახდებიან, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და იმედოვნებს, რომ ირანი მალე გათავისუფლდება ტირანიისგან.
„თავისუფლებისთვის დემონსტრაციები მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ისრაელის ხალხი და მთელი მსოფლიო გაოცებულია ირანის მოქალაქეების უდიდესი სიმამაცით. ჩვენ, ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ირანი მალე გათავისუფლდება ტირანიისგან. ჩვენ ვუგზავნით ძალას ირანის გმირ და მამაც მოქალაქეებს და როგორც კი რეჟიმი დაეცემა, ჩვენ ერთად გავაკეთებთ კარგ საქმეებს ორივე ხალხის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
კომენტარები

