სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოზე სრული კონტროლი დაამყარეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქურთმა მებრძოლებმა უკვე დატოვეს შეიხ მაქსუდის რაიონი. გათავისუფლებულია 200-მდე ადამიანი, რომლებიც რამდენიმე დღე ტყვეობაში იმყოფებოდნენ.
სირიის სამთავრობო ძალებსა და ქურთ მებრძოლებს შორის ალეპოში შეტაკებები მიმდინარე კვირას დაიწყო, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.
კომენტარები

