ირანის მთავრობის დამხობამ, შესაძლოა, „ჰამასის“, „ჰეზბოლასა“ და „ჰუსიტების“ დასასრული გამოიწვიოს, – ამის შესახებ ისრაელში აშშ-ის ელჩი მაიკ ჰაკაბი წერს.
მისი თქმით, 46-წლიანი „სიძულვილით სავსე და არაკომპეტენტური მმართველობის“ დასრულების შემთხვევაში, შესაძლოა, სპარსული განათლების, ხელოვნების, მუსიკისა და ძალის კულტურა დაბრუნდეს.
„თუ ირანელი ხალხი 46 წელზე მეტი ხნის სიძულვილით სავსე და არაკომპეტენტური მმართველობის დასრულებას გადაწყვეტს, ამან შეიძლება აღადგინოს სპარსული განათლების, ხელოვნების, მუსიკისა და სიძლიერის კულტურა და დაასრულოს „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და „ჰუსიტები““, – წერს ჰაკაბი.
ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები, 14 დღეა, გრძელდება. თავდაპირველად, თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ.

