სკოლა “ჯეჯილი” სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
”გვიწევს, სამწუხარო ამბავი შეგატყობინოთ, გარდაიცვალა ყველასათვის საყვარელი ადამიანი, სკოლის ყოფილი ღვაწლმოსილი პედაგოგი – ტატიანა კონომა, რომელთანაც თანამშრომლობის 30 წელი გვაკავშირებდა. ამ წლების მანძილზე მან ყველა ჩვენგანის გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. თანავუგრძნობთ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.🤍”
საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

კომენტარები

