ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მორიგი განცხადება გააკეთა გრენლანდიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ნატოსთან ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„ნატო ჩვენთან ერთად მუშაობს გრენლანდიის საკითხზე. გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის უკიდურესად გვჭირდება. მისი ფლობის გარეშე, ჩვენს უსაფრთხოების სისტემაში დიდი ხვრელი ჩნდება – განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რასაც ჩვენ „ოქროს გუმბათთან“ დაკავშირებით ვაკეთებთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
.@POTUS: “NATO has been dealing with us on Greenland. We need Greenland for national security very badly. If we don’t have it, we have a big hole in national security — especially when it comes to what we’re doing in terms of the Golden Dome.” pic.twitter.com/UFLjTWv7fS
— Rapid Response 47 (@RapidResponse47) January 16, 2026
