აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციები დღეს მაიამიში მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავენ. ინფორმაციას აშშ-ში უკრაინის ელჩი ოლგა სტეფანიშინა ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია.
„უკრაინული დელეგაციის ვიზიტის მიზანს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საბოლოო ვარიანის ჩამოყალიბება და ეკონომიკური წინსვლა წარმოადგენს“, – წერს სტეფანიშინა.
„როგორც აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჩვენ ორ საკვანძო დოკუმენტზე ვმუშაობთ – უსაფრთხოების გარანტიებისა და უკრაინის ეკონომიკური აყვავების შესახებ შეთანხმებები, რომელთა სერთო მოცულობა 800 მილიარდ დოლარს წარმოადგენს. მათ, შესაძლოა, ხელი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მოეწეროს“, – აღნიშნა ელჩმა.
