რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასირებულ საჰაერო დარტყმებს ამზადებს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს.
მისი თქმით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემასა და სამხედროებს ახალი დავალებები უკვე მიეცათ.
„ახლა დაზვერვამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ რუსები ახალი მასირებული დარტყმებისთვის ემზადებიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინული მხარე პარტნიორებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის ახალი რაკეტების მიწოდებას სთხოვს, რომელიც კიევის დაცვისთვის არის საჭირო.
„მომარაგება საკმარისი არ არის. ვცდილობთ, რომ საკითხი დავაჩქაროთ, რომ პარტნიორებმა მოგვისმინონ“, – დასძინა უკრაინის ლიდერმა.
კომენტარები
