აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დასრულდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. როგორც მედია იუწყება, მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა.
„იმედი გვაქვს, რომ ომი დასრულდება. უამრავი ადამიანი მოკლეს. გასული ორშაბათის მდგომარეობით, 30 ათასი ადამიანია მკვდარი, უმეტესწილად სამხედროები“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.
კომენტარები
