სახელმწიფომ თავის კონსტიტუციურ ფარგლებში აუცილებლად უნდა იმოქმედოს და თავისი ქვეყანა დაიცვას, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა. კერძოდ, ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.
„ეს კანონიც ზუსტად ამას ემსახურება, რომ ის ხვრელები, რაც არსებობს, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა კვებონ და შემდეგ ეს თანხები გამოიყენონ ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს“, – აღნიშნავს რურუა.
„გრანტების შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონებსა და კიდევ ხუთ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დეპუტატები დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ.
კომენტარები
