„გრანტების შესახებ“ კანონის მიღების მოტივაცია არ შეცვლილა, ქართველმა ხალხმა უცხოეთიდან შემოსული თანხებისა და მისი მიზნობრიობის თაობაზე უნდა იცოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, კანონს დამატებითი მექანიზმი სჭირდება, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება უფრო გამჭვირვალე გახდეს.
„ამ მიზანზე თუ ვთანხმდებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულებაა, რომ კანონი სრულყოფილი გავხადოთ. კანონის გვერდის ავლის არაერთი შემთხვევა იყო, მათ შორის მუქარაც, რომ ყველანაირ გზებს მოძებნიდნენ კანონის გვერდის ავლით „ენჯეოების“ დასაფინანსებლად. არ ვიცი, კანონის გვერდის ავლა რატომ იყო საჭირო, რა საქმიანობა უნდა ეწარმოებინათ. კანონის გვერდის ავლის შესაძლებლობა უცხოეთში ფილიალების გახსნა გახდა. მიზანზე თუ ვთანხმდებით, რა თქმა უნდა, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ კანონს დამატებითი მექანიზმი სჭირდება, რათა უფრო გამჭვირვალე გახდეს დაფინანსება, რომელიც უცხოეთიდან შემოდის და არავინ ვიცით, რა მიზნებს ისახავს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
