საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის კვოტები განსაზღვრა.
მათიკაშვილის თქმით, კომისია 14 წევრით დაკომპლექტდება.
„კომისიაში შვიდი წევრი ეყოლება „ქართულ ოცნებას“, შვიდი – ოპოზიციას. კერძოდ, სამი კვოტა გიორგი გახარიას გუნდს ექნება, სამი „ხალხის ძალას“, ერთი კი, „ევროპელ სოციალისტებს“. კომისია აპრილის ბოლომდე იმუშავებს და აქტიური კომუნიკაცია იქნება ბიზნესის სექტორთან“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
კომენტარები
