ხელისუფლებაში ყოფნა ზოგჯერ არის ჭარბი ხიბლის შემცველი და ოპონირება აუცილებელია. თავად მმართველი გუნდისთვისაც არ არის კომფორტი, როდესაც ოპოზიცია და კრიტიკა არ არის, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა ჰკითხა, გეგმავენ თუ არა, რომ კრიტიკის რეჟიმში გადაიყვანონ საპარლამენტო ცხოვრება და აქტიურად დაუპირისპირდნენ „ქართულ ოცნებას“.
„ხელისუფლებაში ყოფნა ზოგჯერ არის ჭარბი ხიბლის შემცველი და ოპონირება აუცილებელია. თავად მმართველი გუნდისთვისაც არ არის კომფორტი, როდესაც ოპოზიცია და კრიტიკა არ არის. ხელისუფლების საკადრო პოლიტიკას აქვს ხარვეზები. პოლიტიკურ თანამდებობებზე ისეთი ადამიანები ჩნდებიან, რომელთაც არავითარი პოლიტიკური წარსული არ აქვთ, ან შესაძლოა ოპონენტის ველიდან იყოს გადმოყვანილი. მოვუწოდებდი „ქართულ ოცნებას“, რეორგანიზაციის შემდგომ გაითვალისწინოს საკუთარი ერთგული და სამშობლოს გვერდში მდგომი ადამიანები“, – აღნიშნა ხუნდაძემ.
