ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს რეალურად აქვს ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით.
„იცით, რომ გამჭვირვალობის კანონი ემსახურებოდა ზუსტად ამ მიზანს და შემდგომი კანონმდებლობაც ემსახურებოდა ზუსტად ამ მიზანს. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები
