ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ჩინეთის როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური შეკავება, – განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ.
გოგავას თქმით, აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ზეწოლის შედეგად ევროპელები აიძულონ გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს ჩინური საქონლის მიმართ.
„ამის მაგალითია ის, რომ ნახევარგამტარების და ჩიპების მწარმოებელ ჰოლანდიურ კომპანიას შეუთანხმდნენ და ჩინეთში ის არ ყიდის თავის ამ უნიკალურ ტექნოლოგიას. ჩინეთი ჩამორჩება, მთავარი ბრძოლა მიდის ახალი ტექნოლოგიების ბრძოლის ველზე, ასე ვთქვათ. ეს არის ხელოვნური ინტელექტი და მისთვის საჭირო მიკროჩიპები, ნახევარგამტარები, ინტეგრალური სქემები. ტექნოლოგიურ ემბარგოს უპირებს და ახორციელებს შეერთებული შტატები ჩინეთს, რათა მისი ეს ჩამორჩენა არ აღმოიფხვრას მალე. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპის და ჩინეთის ვაჭრობა გაცხოველდება“, – აღნიშნა ირაკლი გოგავამ.
